აქციები თამაზ თამაზაშვილის დაკვეთით - "ოცნების" ყოფილი აქტივისტები ალაპარაკდნენ

გამოქვეყნდა:

გეგმავს თუ არა ქართული ოცნება ძალადობრივი აქციების განახლებას? მმართველი პარტიის ამ სტრატეგიაზე მოძალადე ჯგუფების ყოფილი წევრები ალაპარაკდნენ.

უკვე ცნობილია რას აპირებს ხელისუფლება მისთვის არასასურველი პოლიტიკური ფიგურებისთვის დისკომფორტის შესაქმნელად. ირაკლი ღარიბაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნებით აღდგება მისი გავლენაც აქციებზე და განახლდება ძალადობრივი შეკრებები ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების სახლებთან. 

"ოცნების" ყოფილი აქტივისტი გოგიტა დალაქიშვილი "მთავართან" ყვება, როგორ იღებდა დავალებებს "ოცნებიდან" იმისთვის, რომ კონკრეტული პირების სახლებთან მოეწყოთ აქციები.

დალაქიშვილი ერთ ერთ ორგანიზატორად ღარიბაშვილის სიმამრს, თამაზ თამაზაშვილს ასახელებს. 

2013 წელს ჩემთან მოვიდა ერთი ჩემი მეგობარი, რომელმაც გვთხოვა, რომ თამაზ თამაზაშვილს უნდოდა ჩვენი ნახვა. როდესაც შევხვდით, მან იცოდა ჩვენი არსებობის შესახებ და შემოგვთავაზა, რომ დააფინანსებდა ჩვენ ორგანიზაციას რომ გაგვემართა აქციები მისთვის და მისი სიძის, ღარიბაშვილისთვის მიუღებელი ადამიანების წინააღმდეგ" ამბობს დალაქიშვილი

ქართული ოცნების ზონდერ დაჯგუფებების ერთ ერთი სამიზნე გია უდესიანი და მისი ოჯახიც გახდა. 

"ამ დანაშაულს, გვარებს: თამაზაშვილი, ღარიბაშვილი, წულუკიანი, გახარია, ალასანია თუ სხვა ვიღაცები, ამას არ აქვს ერთი სახელი ეს არის - რუსი, პუტინის ოლიგარქი ბორია ივანიშვილი, რომელმაც შექმნა რუსული რეჟიმი საქართველოში, რომელიც ყველა თავის ოპონენტს, თავის მოწინააღმდეგეს, პოლიტიკურად განსხვავებული აზროვნების ადამიანებს დევნის, ციხეში სვამს, ოჯახებზე ყველანაირ დაშინების და შანტაჟის მეთოდებს იყენებს და ასე შემდგომ", - ამბობს გია უდესიანი 

 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი