ღია წერილი ხელისუფლებას - საზოგადოების პოლიტიკური მოთხოვნები

გამოქვეყნდა:

"ქართულმა ოცნებამ" ხელისუფლებაში ყოფნის ვადა ამოწურა - რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა - საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ოპოზიციისა და მოქალაქეების მთავარ მოთხოვნებს უერთდებიან. 

განცხადება, რომელსაც ხელს მწერლები, პოეტები და სხვადასხვა სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად აწერენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ გაავრცელა.

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელიც ასევე ითხოვენ რიგგარეშე არჩევნებს, როგორც ქვეყნის განვითარების ახალ ეტაპზე გადასვლის აუცილებელ საჭიროებას თვლიან, რომ რეფორმები საარჩევნო ადმინისტრაციის გარდა, სასამართლო სისტემასა და მართლმსაჯულების სისტემაში უნდა გატარდეს. ხელისუფლებამ კი დასავლელ პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ ის მზად არის მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს და ეს პოლიტიკური დევნის შეწყვეტისთან და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებით უნდა დაიწყო.

სამოქალაქო საზოგადოების პოზიცია პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე - წერილი სრულად
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი