ვიზიტი საქართველოში - შარლ მიშელი ფოტოს და FB პოსტს აქვეყნებს

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი "ფეისბუქზე" საქართველოში, საოკუპაციო ხაზთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს.

გარდა ამისა, შარლ მიშელი საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში ვიზიტზეც წერს:

გასულ კვირას ვესტუმრე მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას, რომ კიდევ ერთხელ დამედასტურებინა ურყევი მხარდაჭერა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს რეფორმების დღის წესრიგის მიმართ. ევროკავშირი თქვენს გვერდით დგას. კიდევ ერთხელ გმადლობთ მოწვევისთვის“ – წერს შარლ მიშელი.

 შარლ მიშელი ქვეყანაში 28 თებერვალს ჩამოვიდა. იმავე დღეს, მისივე ინიციატივით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის პირველი კომუნიკაცია შედგა. შეხვედრას პრემიერი ღარიბაშვილი დაესწრო. შარლ მიშელმა 6 პუნქტიანი დოკუმენტი დატოვა, თუმცა ხელისუფლებამ მიშელის წასვლისთანავე ამ პირობების შესრულებაზე უარი თქვა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი