მედპორსანალის წარმომადგენლები ქვეყნის მთავარ საკანონმდებლო ორგანოსთან საპროტესტო აქციას უკვე შეუერთდნენ. ისინი სამოქალაქო აქტივისტებსა და პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად იმყოფებიან.
ჩვენი ექიმების ხარჯზე გადაირა მთელმა პანდემიის პერიოდმა, თუმცა ისინი არიან დაუცველები და ჩვენ მათი ვაქცინირებაც ვერ მოვახერხეთ. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ როგორც ჯანდაცვის სისტემა, ისე ჩვენი ქვეყანა იყოს გამართული. ვითხოვთ, რომ ექიმი იყოს უფრო მეტად დაფასებული, ვიდრე არის დღეს. ასეთი პრობლემის წინაშე ვდგავართ, ჩვენი სახელმწიფო კი მხოლოდ პოლიტპატიმრებით არის დაკავებული ,-თქვა სოფო ჯაფარიძემ.
ასევე მან აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეში პირველადი გადაუდებელი დახმარების კარავი გაიშლება, სადაც მუდამ იქნება ექიმი, ექთანი, სამედიცინო პერსონალი, რომელიც მოქალაქეებს გვერდში დაუდგება და მათ სამედიცინო დამხარებას გაუწევს.
შეგახსენებთ, რომ აქციის მონაწილეები რიგგარეშე არჩევნებსა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას მოითხოვენ.