"დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს ივანიშვილის პოლიტიკური პატიმარი ნიკა მელია" - სოლიდარობის აქცია თბილისში, ვაზისუბანში.
პარტიის წევრი, ზაალ უდუმაშვილი ამბობს, რომ შარლ მიშელის პუნქტებზე მოლაპარაკების წინაპირობა არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მისივე თქმით, ამ მოლაპარაკების დროს ნიკა მელია ოპოზიციის მხრიდან მთავარ მომლაპარაკებელს უნდა წარმოადგენდეს.
"ჩვენ, რომ დავძლიოთ პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც შესულია დღეს ქვეყანა ამისათვის არსებობს, რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც უნდა გადაიდგას აუცილებლად. რა თქმა უნდა მივუსხდეთ მოლაპარაკების მაგიდას იმ პუნქტების განხილვაზე, რომელიც დატოვა შარლ მიშელმა საქართველოში ვიზიტის დროს. თუმცა იმისათვის, რომ დავიწყოთ ჩვენ ეს მოლაპარაკება ამისთვის აუცილებელი წინაპირობაა, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ და ნიკა მელია უნდა გათავისუფლდეს ციხიდან და სწორედ ეს უნდა წარმოადგენდეს მთავარ მომლაპარაკებელს "ნაციონალური მოძრაობის" და გაერთიანებული ოპოზიციის მხრიდან", - ამბობს ზაალ უდუმაშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან და სამომავლო გეგმებსაც გააცნობენ.
ამავე თემაზე: