
მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები კომენდანტის საათს აპროტესტებენ. აქცია თავისუფლების მოედანზე ამ დრომდე მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეებმა ტერიტორიაზე მიიტანეს ტრანსფარანტები წარწერებით: "თავისუფლება საშვით არ გაიცემა", "ყველას უნდა ჰქონდეს გადაადგილების უფლება".
მოქალაქეები, კომენდანტის საათის დაუყოვნებლივ გაუქმებასა და საკოორდინაციო საბჭოს სხდომების გამჭვირვალობას მოითხოვენ. მათი თქმით, გადაადგილების შეზღუდვა შეუძლებელია.
"ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს - გაუქმდეს კომენდანტის საათი, რადგან არის ძირითადი თავისუფლების შეზღუდვა. ვითხოვთ საკოორდინაციო საბჭოს გამჭვირვალე სხდომებს, იმიტომ რომ უკვე ალოგიკურია, 4 თვეა გრძელდება შეზღუდვები. ვართ შინაპატიმრობაში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზრე ბანერი "თავისუფალი მიმოსვლა შეზღუდავია" გაშალეს.
ავტორი: საბა ბუაძე.