
"ქართული ოცნება" 19:00 საათზე პოლიტსაბჭოს სხდომას გამართავს.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ თქვა, პოლიტსაბჭოზე ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე იმსჯელებენ.
მისივე თქმით, პოლიტსაბჭოს შეკრების მიზანია, პარტნიორებისა და მეგობრების მოწოდების, თხოვნებისა და რჩევების რეალიზება მაქსიმალურად მოხდეს.