ვინ არის ვიქტორ ჯაფარიძე?

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, მედიის ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა. ყოველ ჯერზე, მმართველი პარტიის გავლენიანი ფიგურა და მისი ოჯახის წევრები, კრიმინალურ სკანდალებში ფიგურურებდნენ, რაზეც არასამთავრობო სექტორიც ღიად საუბრობს.

იმას, რომ დეპუტატი კანონს აცდენილია, ადასტურებს ფაქტები, რომელთა ჩამონათვალიც დიდია, მათ შორის, თავდასხმები სამოქალაქო აქტივისტებზე. მოქალაქეებზე, რომლებიც არც ჯაფარიძისა და არც მისი პარტიის იდეოლოგიას იზიარებენ. დღეს კი, როდესაც "მთავარი არხის" ჟურნალისტი, ემა გოგოხია "შაბათის მთავარისთვის" სიუჟეტს ამზადებდა, მას რამდენჯერმე დაემუქრნენ.. გზა, ამ შემთხვევაშიც, "ოცნების" გავლენიან დეპუტატთან მიდის.

დეპუტატი ჯაფარიძე მედიის ყურადღების ცენტრში ციხეში ფარული აუდიო ჩანაწერითაც მოხვდა. გლდანის ციხეში შეხვედრა მირზა სუბელიანსა და ჯაფარიძეს შორის ადასტურებს, რომ ქვეყანაში არსებობდა და უნდა ვივარაუდოთ, რომ ჯერ კიდევ არსებობს უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები, რომლებიც მმართველი პოლიტიკური ძალის კრიმინალურ დაკვეთებს ასრულებენ, იტაცებენ ადამიანებს, აწამებენ სასურველი ჩვენებების მისაღებად და ზეწოლას ახდენენ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების მოწმეებზე.

სკანდალურ აუდიოჩანაწერში სუბელიანი თავად ამბობს, რომ ყველა გახმაურებულ საქმეზე მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ, დიდი რაოდენობის ინფორმაცია აქვს შეგროვებული და ეს ინფორმაცია იმდენად სკანდალურია, რომ ნებისმიერ ევროპულ ქვეყანაში მას და მის ოჯახს პოლიტიკურ თავშესაფარს მისცემენ. ხორავას საქმეზე დაკავებული სუბელიანი ამავე ჩანაწერში ასახელებს კონკრეტულ ფაქტებს და საქმეებს, რომელთა მოგვარებაშიც პირადად აქვს მონაწილეობა მიღებული. მაგალითად სერგო თეთრაძის საქმე, ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე და ციხის ბუნტის საქმე, რომლებისთვისაც ბაჩო ახალია იხდის სასჯელს.

და მაინც, ვინ არის "ქართული ოცნების" მოქმედი დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე, რომლის სახელიც კრიმინალურ საქმეებთანაა კავშირში? ორი მოწვევის პარლამენტარი და მისი ოჯახი ფლობს დიდძალ ქონებას, რომლის წარმომავლობაც უცნობია. ბინები, აგარაკები, მიწის ნაკვეთები - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რომელიც ჯაფარიძეებს ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში აქვთ.   

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი