ივანიშვილისა და კოლომოისკის ერთობლივი ბიზნესი საქართველოში - ოლიგარქი სანქციების საფრთხის წინაშე

გამოქვეყნდა:

უკრაინის არაფორმალური მმართველი იგორ, იგივე ბენა კოლომოისკი უკვე ამერიკის მიერ სანქცირებული ოლიგარქია. რიგში ახლა ბიძინა ივანიშვილია. ამ ორ ადამიანს კი არამხოლოდ ჩრდილოვან-ოლიგაქრიული მმართველობის სტილი აერთიანებს, არამედ მომატებული ლტოლვა ბიტკოინების მიმართ და ერთობლივი ბიზნესი საქართველოში.

კოლომოისკი საქართველოში ოფიცილაურად ფლობს ზესტაფონის ფეროს, ჭიათურის მაღაროებსა და 180 მეგავატიან ვარციხე ჰესს. მას, რამდენიმე წლის წინ, სახელმწიფომ იძულების წესით წილში ჩაუსვა გიორგი კაპანაძე, ე.წ. რიჟა, ივანიშვილის კარის ბიზნესმენი.

"შაბათის მთავარმა" მოიპოვა ინგლისის სასამართლოს ოქმები, საიდანაც ირკვევა, რომ უკრაინელი ოლგარქი საქართველოში, ივანიშვილის გარემოცვასათან ერთად ფლობს ბიტკოინების საიდუმლო საწარმოს. რომ არა სანქცირებული ოლიგარქის წინააღმდეგ ინგლისში მიმდინარე დავა, ამ ქარხნის შესახებ ვერავინ ვერაფერს გაიგებდა. ახლა კი ირკვევა, რომ ამ გადამალულ მეგა მაინერს, საქართველოში გამომუშავებული აქვს 1 მილიარდიდან 2.5 მილიარდ დოლარამდე ღირებულების კრიპტოვალუტა. ამისთვის კი დაახლოებით იმდენივე დენია საჭირო, რამდენიც მთელ საქართველოს 1 წლის განმავლობაში სჭირდება. 
 

რატომ ძვრიდება დენი და დავითავლოთ რეალური მილიარდები, რომელსაც ოლიგარქები ჩვენი ჯიბიდან იპარავენ - ეკა გაგუას რეპორტაჟი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი