ბრძოლა ჯერ კიდევ ცოცხალი პატრიარქის ტახტისთვის უკვე დაიწყო. რაც არ უნდა მძიმე მოსასმენი იყოს, ფაქტია, რომ საპატრიარქოში დიდი აურზაურია. მეუფე შიო და მისი დაჯგუფება ილია მეორის ტახტს უკვე დაუფარავად უმიზნებს და სხვებს ერთგვარად აფრთხილებს,რომ პრორუსულად განწყობილ ძალებს შიო მოსაყდრედ შემთხვევით არ დაუსვამთ.
მისი გამორჩევა თავის დროზე რუსეთის საპატრიარქოსთან შეთანხმდა, მოსაყდრედ კურთხევის შემდეგ კი შიოს თანამოაზრეები კრემლში გაეგზავრნენ - საიდუმლო ვიზიტით. ცხადია, მოსაყდრე ერთადერთი ვერ იქნება, ვისაც პატრიარქობის ამბიცია აქვს, არინ სხვებიც.
როგორ განვითარდება მოვლენები ქართულ ეკლესიაში - როგორც ამ ეტაპზე ჩანს, მთავარი სცენარი - ისევ კრემლში იწერება.
გიგლა თუმანიშვილის რეპორტაჟი: "საპატრიარქოს კარის ინტრიგები".