
კორუფცია, არაკომპეტენტურობა, ჩავარდნა ეკონომიკაში, ჩავარდნა ჯანდაცვაში, ჩავარდნა განთლებაში, ყოველდღიურად მზარდი კრიმინალი და ჩამოშლილი სახელმწიფო ინსტიტუტები - "ოცნების" მმართველობის 9 წელიწადის დასახასიათებლად ძალიან ბევრი სიტყვა შეიძლება იპოვო. მათ შორის კი ნამდვილად უნდა გამოვიყენოთ სიტყვა ქეიფი, დროს ტარება, ტაშფანდურა.
დიახ, როცა ხალხს შია, ეს ხალხი ბოლომდე ერთობა, როცა ადამიანები ქვეყნიდან უცხოეთში გარბიან, ეს ადამიანები ქეიფობენ, როცა ადამიანები უკანონობას ეწირებიან- ეს ადამიანები კანონებს თავის თავზე ირგებენ.
ღვინო, დუდუკი და დროსტარება "ოცნების" სტილში.
ავტორი: ბექა ყორშია