"ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა - რაზე იმსჯელეს პარტიის ლიდერებმა

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დასრულდა. სხდომას პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდნენ. 

ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის თქმით, შეხვედრაზე ისაუბრეს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, დიალოგზე, ეკონომიკური აღდგენის გეგმაზე, ვაქცინასა და "წითელი პრესის" საინფორმაციო დევნაზე. მდინარაძე იმედოვნებს, რომ ოპოზიცია კომპრომისულ ნაბიჯებს გადადგამს. 

ცნობისთვის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის საქართველოში ვიზიტის შემდეგ, "ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს პირველი სხდომა ჩატარდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი