სამოქალაქო აქტივისტების აქციამ "ქართული ოცნების" ოფისიდან, მსვლელობით, მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა. პროტესტის მონაწილეები ამბობენ, რომ რუსული მმართველობის წინააღმდეგ ბრძოლას ყოველდღიურად გააგრძელებენ.
ამ ხელისუფლების პირობებში ბერას არავინ დასჯის, გამოძებაც არ დაიწყება. მხოლოდ და მხოლოდ მას შემდეგ, როცა ხელისუფლება შეიცვლება, - ამბობს გიორგი მუმლაძე.
მანამდე კი, სამოქალაქო აქტივისტების აქცია "ქართული ოცნების" ოფისთან გაიმართა. მოძრაობა "საქართველოსთვის" წევრები მმართველი პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ, სადაც შეძახილებითა და პლაკატებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან მივიდნენ. ისინი მედიაში გავრცელებულ ჩანაწერებს აპროტესტებენ, სადაც ბერა ივანიშვილის, ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ხმა ისმის.
ამავე თემაზე: