ტვ პირველის მიერ გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერში, ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს სატელეფონო ზუმერზე "ტრი-ს" დაყენებას სთხოვს.
- "ტრი დაიყენე ზუმერად.. რო დაგირეკავენ მინისტრები და ეგ რო ჩაირთვება.. დაიყენე რა ტრი რაა..
- დავიყენებ ძმაო, მკიდია, კიდევაც დამირეკონ", - ისმის ჩანაწერში.
რა არის "ტრი"? - "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ გადაცემაში "მთავარი აქცენტები" ბერა ივანიშვილის ერთ-ერთი კლიპი გაუშვა, სადაც სიტყვა "ტრი" არაერთხელ ისმის. სწორედ ამ კლიპით დასტურდება, რომ ეს 2017 წლის ჩანაწერია.
ნიკა გვარამია ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარეს, მამუკა მდინარაძეს მიმართავს, რომელმაც თქვა, რომ ეს "ფაბრიკაციაა, 2010 წლის ჩანაწერი.. საინფორმაციო ტერორი მიმდინარეობს..
ბოდვა, არაამქვეყნიური და სამარცხვინო, მანიაკის. ხალხო, რაღაცაზე გაჩერდით, რაღაცის გამართლებაზე. თქვენი შვილები შეიძლება ეს ყოფილიყო. მიუხედავად ყველაფრს,ა მიმაჩნია, რომ ფსიქიურად ადეკვატური ადამიანია. მამუკა, შენს შვილსაც შეეძლო შემთხვევით დაეწერა რამე ცუდი ბერა ივანიშვილზე და შენთანაც მოვიდოდა მინისტრი თავისი ჯარისკაცებით, - მიმართავს ნიკა გვარამია მამუკა მდინარაძეს.
ამავე თემაზე: