მოდი ღირსებისთვის! - 9 მარტს, კანცელარიასთან აქცია ჩაინიშნა

გამოქვეყნდა:

ტვ პირველის ეთერში სატელეფონო ჩანაწერის გასაჯაროების შემდეგ, სადაც ისმის, თუ როგორ გეგმავენ ბერა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ძალადობას, სამოქალაქო აქტივისტებმა, მოძრაობამ "საქართველოსთვის", მორიგი აქცია დააანონსეს

ტვ პირველის ეთერში გასული სიუჟეტი ცხადყოფს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ კრიმინალურ გარემოში, სადაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახი, მაფიოზურად მართავს სახელმწიფო ინსტიტუტებს და იყენებს განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანების დასასჯელად! პირადი შურისძიების მიზნით, ივანიშვილების ოჯახი მზადაა, ღირსება შეულახოს და ფიზიკურად მოაკვდინოს სკოლის მოსწავლე ბავშვებიც კი! ამიტომ მოდი აქციაზე, დავიცვათ ჩვენი შვილების მომავალი და პირადი ღირსება!, - წერს მოძრაობა "საქართველოსთვის" FB-ღონისძიებაზე. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი