
"ლელო საქართველოსთვის" არ დაჯდება იმ მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც იჯდება ირაკლი ღარიბაშვილი", - ამის შესახებ პარტიის წევრმა ლევან სამუშიამ "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" განაცხადა.
მისი თქმით, ამ პოზიციას ოპოზიციონერ კოლეგებსაც გააცნობენ. "ეს არის ჩვენი მყარი არგუმენტი. წარმოუდგენელია, ამ ყველაფერში, რასაც ჩვენ ვუყურებთ, შესაძლო დანაშაულს ვუწოდებ კიდევ და კიდევ, ღარიბაშვილთან მოლაპარაკებაზე დაჯდომა", - ამბობს სამუშია.
.. ეს ხომ არ არის შემთხვევითი ან აფექტში ჩადენილი ქმედება. ეს თუ მართალია, კიდევ ვიძახი, ეს არის ორგანიზებული ჯგუფი. ორგანიზებულ ჯგუფზე იყო საუბარი... შესაძლო ორგანიზებული ჯგუფი, რომელიც ჩვეულებრივად, "ღადაობით" ასრულებს ამ ყველაფერს. და ვინ არიან ამ შესაძლო ორგანიზებული ჯგუფის წევრები. საქართველოს პრემიერმინისტრი!!.. ბერა ივანიშვილს ეუბნება, მეორეჯერ გავიმეოროთო... ადამიანმა ადამიანი რომ მოკლას და იმის მტკიცებულება რომ გამოქვეყნდეს ათი წლის შემდეგ რა, დანაშაულთან არ გვაქვს საქმე?? აქ არის დანაშაულის შემცველ ინფორმაციაზე საუბარი, რომელიც გაასაჯაროვა ტვ პირველმა. სამართლებრივი ლოგიკა საერთოდ სხვა არის ამასთან დაკავშირებით. ცალსახაა, რომ აქ დანაშაულის ნიშნებზეა საუბარი, რომელშიც უმაღლესი თანამდებობის პირები არიან ჩართული, - ამბობს ლევან სამუშია.
ამავე თემაზე, Facebook-პოსტს აქვეყნებს "ლელოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის გადადგომას მოითხოვს.
ამავე თემაზე: