თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მანანა თოქმაჯიშვილი Facebook-ზე ბერა ივანიშვილის შესახებ წერს.
"კიდევ კარგი არავის აინტერესებს მეგობრებთან ჩემი სატელეფონო საუბრები, თორემ უვადო პატიმრობის კანდიდატი ვარ
2011 წლის ამბებიდან მე სულ სხვა ისტორია მახსენდება- საზღვრისპირა სოფლებიდან რამდენიმე ბავშვი ესტუმრა სტუდიაში და კონცერტი გაუმართა. თვითონაც ბავშვი იყო მაშინ (ისევე როგორც იმ აკოწიწებულ ჩანაწერში). მთელი სული და გული ჩადო, აიყოლია ყველა, ერთად მღეროდნენ. ვთხოვე, ამ შეხვედრის ჩანაწერს გავაშუქებ, ძაან მაგარი გამოხმაურება მოყვება-თქო და უარი მივიღე, შეიძლება ამ ბავშვებს რამე პრობლემები შეექმნათ, ჩემთან რომ იყვნენო (გახსოვთ ხო რა დრო იყო?).
და ამ ბიჭზეა საუბარი, ვინმეს ჩაგრავდაო? ღმერთმანი!" - წერს თოქმაჯიშვილი.
ეს ისტორია თოქმაჯიშვილმა მას შემდეგ გაიხსენა, რაც ტვ პირველის ეთერში სატელეფონო ჩანაწერები გავრცელდა. ჩანაწერებში ბერა ივანიშვილი და პრემიერი ღარიბაშვილი სკოლის მოსწავლეზე ანგარიშსწორებას გეგმავდნენ.
ამავე თემაზე: