2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ - მდინარაძე

გამოქვეყნდა:

2-3 დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრმა, მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს გონივრული მოლოდინი და შეიძლება, გარკვეული ინფომრაციებიც კი, ვთქვათ ეს გულწრფელად და გულახდილად, რომ უახლოეს დღეებში მომდევნო ორი - სამი დღის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლები გარკვეულ კომპრომისულ ნაბიჯს გადმოდგამენ და ისინი დააყენებენ კონკრეტულ წინადადებებს, რომლებიც, როგორც ჩვენ ვამბობდით ბოლო პერიოდის განმავლობაში იქნება მართლად კომპრომისული, პრაგმატული და ამასთან დაკავშირებით შეიძლება მსჯელობა", - ამბობს მამუკა მდინარაძე

გვიან ღამემედე გაგრძელდა პოლიტსაბჭოს სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში. სხდომას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაურიც ესწრებოდნენ.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი