"ცხედარი ოჯახმა ტანსაცმლით ამოიცნო" - გორიჯვრის ტყეში ნაპოვნი კაცის გარდაცვალების მიზეზი უცნობია

გამოქვეყნდა:

შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დრომდე დუმს გორიჯვრის ტყეში ნაპოვნი ახალგაზრდა კაცის ცხედრის საქმეზე. გომელაურის უწყებაში არ ამბობენ, ეკუთვნის თუ არა ცხედარი 21 წლის გიორგი ნონაშვილს, რომელიც 4 თვის წინ გაუჩინარდა. ამ დროისთვის გარდაცვლილი გორის პროზექტურაში გადაექსპეტრიზაზეა გადასვენებული. 

გიორგი ნონაშვილს ახლობლები ამბობენ, რომ ოჯახმა ცხედარი ტანსაცმლით ამოიცნო. 

"არაფერი ვიცით, იქიდანვე წაიყვანა პოლიციამ..  ოჯახმა ტანსაცმლით იცნო",-ამბობს ერთერთი ადგილობრივი.

გარდაცვლილის ოჯახი კი მეიდასთანკომენტარს არ აკეთებს. 

გორიჯვრის ტყეში პოლიციამ 21 წლის გიორგი ნონიაშვილი გარდაცვლილი გუშინ, 6 მარტს იპოვა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, ცხედარი ფოთლებით იყო დაფარული. 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი