
საზოგადოების წარმოამდგენლები, სახვადასხვა პროფესიის ადამიანები "ტვ პირველის" ერთერში გასული აუდიოჩანაწერის საქმეზე გამოძების დაწყებას და ყველა დამნაშავის დასჯას ითხოვენ. ისინი ასევე ამბობენ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერმინისტრის თანამდებობდა დატოვოს.
"ვფიქრობ, რომ ყველამ კარგად დაინახა, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ და ვის ხელში ვართ", - ამბობს ჟურნალისტი, ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი
"ეს არის საშიშ ხალხი, რომელიც სასწრაფოდ უნდა მოშრდეს ძალაუფლების ნებისმიერ ბერკეტს და წავიდნენ ციხეში, მას მერე რაც ობიექტური და სამართლიანი გამოძება ჩატარდება", - თქვა ჟურნალისტმა, ლიკა ბასილაიამ
"სრულიად აშკარაა გამოძების საფუძველი შექმნილია. საქმე იმაშია, რომ ხელისუფალი განსხვავებით ჩვეულებრივი მოქალაქისგან ვერ სარგებლობს უდანაშაულობის პრეზუმციის უფლებით. ის ვალდებულია, რომ ამტკიცოს საკუთარი უდანაშაულობა. შესაბამისად, მათივე ინტერესშია,რომ ეს საქმე იქნას გამოძიებული, დადგინდეს ამ ჩანაწერის ავთენტურობა, დრო და ასე შემდეგ. თუ ხელისუფალი ამას არ აკეთებს, ის ავტომატურად ითვლება დამნაშავედ", - ამბობს, პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი
6 მარტს, "ტვ პირველმა" აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.
ავტორი: საბა ბუაძე