
შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები თელავში იმ პირს ეძებენ, ვინც ერთი ოჯახის სამი წევრი მოკლა. სავარაუდოდ, 27 წლის ახალგაზრდამ, მშობლები და ბებია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა. შემთხვევა გოშაძის ქუჩაზე ცოტა ხნის წინ მოხდა.
შსს-მ გამოძიება ოჯახური ნიშნით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით (სსკ-ის 11 პრიმა-109-ე მუხლი) დაიწყო.
შემთხვევის ადგილას პოლიცია მობილიზებულია, დანაშაულის ჩამდენი პირის დაკავების მიზნით საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ავტორი: ია გულიაშვილი