ტვ პირველის ეთერში გასულ სკანდალურ ჩანაწერს საზოგადოების უმწვავესი პროტესტი მოჰყვა. ამ წუთებში, სახელმწიფო კანცელარიასთან სამოქალაქო აქტივისტები იკრიბებიან. აქციის მონაწილეები ოლიგარქისა და ქვეყნის არაფორმალური მმართველის ივანიშვილის ვაჟის დაკვეთით ახალგაზრდებზე განხორციელებულ ზეწოლას აპროტესტებენ. მათივე თქმით, დანაშაულში სავარაუდო მონაწილე მთავრობის მეთაურმა თანამდებობა უნდა დატოვოს. 

აქციის ორგანიზატორის, ვლადიმერ წითლიძის თქმით, პროტესტის მთავარი სათქმელია გაპროტესტდეს გუშინ მოსმენილი ჩანაწერის შინაარსი. "

ასეთ დროს, ნებისმიერ ნორმალურ ქვეყანაში, პრემიერმინისტრი დატოვებდა თანამდებობას, გამოძიების დასრულებამდე მაინც, მაგრამ ჩვენ ყველამ ვიცით რომ იმ პირობებში როცა ბიძინა ივანიშვილის ხელშია ყველა საგამოძიებო ორგანო, სიმართლის დადგენის საშუალება ჩვენ არ გვაქვს, - ამბობს ვლადიმერ წითლიძე. 

აქციას "ლეიბორისტული პარტიის" ახალგაზრული ფრთის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ და მიიტანეს დაფა, სადაც ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით წერენ.

6 მარტს, ტვ პირველმა აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.  

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი