"ყველა გაქცეულია უკვე, როგორც სჩანს" - ჯაფარიძე "ოცნებაზე"

გამოქვეყნდა:

ყველამ იცის რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული, ყველამ იცის და ხმას არ იღებენ - წერს გამოქვეყნებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურა ჯაფარიძე:

ყველამ ყველაფერი იცის უკვე ოცნებაში
ყველამ იცის რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული
ყველამ იცის და ხმას არ იღებენ
ხმას არ იღებენ იმიტომ რომ ეშინიათ და/ან კომფორტის დაკარგვა არ უნდათ და/ან იმედს/პოსტვ-ს უყურებენ და ‘ისევ მიშა მოვა’-სი სჯერათ და ამის უფრო ეშინიათ
ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა დარჩენილი, ყველა გაქცეულია უკვე, როგორც სჩანს
ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს
ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი
ყველა ბერას მორჩილია
ყველა ღარიბაშვილია
ამიტომ ‘ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად’-ს შინაარსი არ აქვს - წერს ჯაფარიძე

"ტვ პირველის" გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს "ქართული ოცნების" მხრიდან ამ დრომდე კომენტარები არ მოჰყოლია. გამოხმაურებები მხოლოდ სოციალურ ქსელში იწერება. მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ ჩანაწერი 2010 წლისაა და ფაბრიკაციაა, ხოლო პაპუაშვილი მის გავრცელებას მოლაპარაკების ჩაშლის მიზნებით ხსნის.



 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი