მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის - "ოცნება"

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნება" აუდიოჩანაწერების გავრცელებას ეუთო/ოდირის "უაღრესად პოზიტიურ" შეფასებას და შარლ მიშელის მედიატორობით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის მცდელობად აფასებს და ამტკიცებს, რომ სატელეფონო საუბრები ფაბრიკაციაა. 

"მიუხედავად მათი ასეთი ქმედებებისა, „ქართული ოცნება“ უარს არასოდეს იტყვის კონსტრუქციულ და სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებებზე. შესაბამისად ჩვენ მზად ვართ დიალოგის გაგრძელებისთვის, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც მოგვიწოდებენ." ნათქვამია ივანიშვილის პარტიის განცხადებაში, რომელიც აუდიოჩანაწერების გავრცელებიდან თითქმის 24 საათის შემდეგ გაავრცელეს. 

შეგახსენებთ, 6 მარტს "ტვ პირველმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვით, მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი და ოლიგარქის ვაჟი ბერა, სწორედ ბერას სურვილითა და დავალებით, გეგმავენ იმ ახალგაზრდების სამაგალითო დასჯას, რომლებიც "ფეისბუქზე" ბერას აკრიტიკებენ, ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს მოქმედი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

განცხადება სრულად
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი