"ენმ თავისას ვერ იშლის.. ჩემი პატივისცემა ღარიბაშვილს და ბერა ივანიშვილს" - ირაკლი კობახიძე

გამოქვეყნდა:

პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სატელეფონო ჩანაწერების გავრცელების შემდეგ პირველ განცხადებას აკეთებს. კობახიძე ბერა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის ფოტოს ავრცელებს და წერს, რომ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა თავისას ვერ იშლის".

მის ამ პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

აშკარაა, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერ იშლის თავისას. უკანონო მოსმენა, ჩანაწერების ფაბრიკაცია, მორალური და ფიზიკური ძალადობა მათი ხელწერაა. ეს პარტია ვერ ამაღლდა და ვერც ვერასდროს ამაღლდება „კუდის" სიმაღლიდან, ანუ მორალური და პოლიტიკური ფსკერიდან. მთავარია, რომ ქართული საზოგადოება კვლავაც კარგად არჩევს თეთრსა და შავს. ჩემი პატივისცემა ღირსეულ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და ღირსეული ოჯახის ღირსეულ შვილს, ბერა ივანიშვილს!!!, - წერს კობახიძე.

ცნობისთვის, 6 მარტს "ტვ პირველმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი და ოლიგარქის ვაჟი ბერა, სწორედ ბერას სურვილითა და დავალებით, გეგმავენ იმ ახალგაზრდების სამაგალითო დასჯას, რომლებიც "ფეისბუქზე" ბერას აკრიტიკებენ, ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს მოქმედი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც. 

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი