„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი, ნინო ბურჯანაძე მოლაპარაკებებზე ირაკლი ღარიბაშვილის ჩანაცვლებას ითხოვს და ამბობს, რომ მოქმედი პრემიერი, გავრცელებული აუდიოჩანაწერების შემდეგ აღარ უნდა გამოჩნდეს აღარც ოპოზიციასთან და აღარც ბრიუსელში.
ბურჯანაძის თქმით, ღარიბაშვილი არჩილ თალაკავძემ უნდა ჩაანაცვლოს.
ოპოზიცია ყველაფერს გააკეთებს, რომ პირველ რიგში მას არ დაბრალდეს მოლაპარაკების ჩაშლა, რომელსაც ასე ძალიან ცდილობს ხელისუფლება და აუცილებელია, მოლაპარაკების მაგიდასთან ირაკლი ღარიბაშვილი ჩანაცვლდეს არჩილ თალაკვაძით
საქმე საპარლამენტო არჩევნებს ეხება. ბევრად ლოგიკური და ადექვატურია ამ ტიპის შეხვედრას ესწრებოდეს პარლამენტის თავმჯდომარე და არა პრემიერ-მინისტრი. მოლაპარაკება და ბრიუსელი კი არა, არამგონია ღარიბაშვილი საერთოდაც გამოჩნდეს რადგან 24 საათზე მეტი გავიდა რაც ამ ჩანაწერების შესახებ პირველი ინფორმაცია გავრცელდა და ღარიბაშვილს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. ამიტომაც, წესით ღარიბაშვილი ბრიუსელში ვეღარ უნდა წავიდეს" ნათქვამია ნინო ბურჯანაძის განცხადებაში.
გარდა ამისა, "ერთიანი საქართველოს" ლიდერი ამბობს, რომ ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობა დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.
"ქართული ოცნება" კი ტრადიციულად ხელს წინა ხელისუფლებისკენ იშვერს და ჩანაწერებს მათ აბრალებს. როგორც ივანიშვილის პარტიამ თავის ოფიციალურ განცხადებაში დაწერა, ჩანაწერი უხეში ფაბრიკაციაა და 2010-2011 წლებშია გაკეთებული, როცა ღარიბაშვილი "ქართუში" მუშაობდა, ბერა კი არასრულწლოვანი იყო.