ზარმა უცებ დარეკა. ჩამოკრა. ტრი-ტრი-ტრი.. - ბერას ხელის ბიჭები

გამოქვეყნდა:

ბერას დავალებების უსიტყვო შემსრულებლები: იკა, ანზორა, ვახო და ამიკო.. 

17 წლის ბიჭს აქვს უფლება, იყოს მანიაკი. 27 წლისასაც. ოღონდ შინაგან საქმეთა მინისტრს არ აქვს უფლება, იყოს მანიაკი. არც პრემიერმინისტრს აქვს. არც სახელმწიფო დაცვის სპეცსამსახურის უფროსს. და თავად თუ არ არიან მანიაკები, არ აქვთ უფლება, ემსახურონ მანიაკსა და მანიაკის მანიაკ მამას. და უცინონ, უქიცინონ და ულოკონ.

როგორ იქცა ბერა ივანიშვილი პატარა მონსტრად? მამის ბრალია. საქართველოზე ზრუნვაში დაიხარჯა, ჩვენზე ფიქრში გაილია და საკუთარ შვილს ვეღარ მიხედა.

ვახტანგ გომელაურის მონაწილეობა ამ საქმეებში საკითხავია. ანზორ ჩუბინიძისა - პრაქტიკულად დასაბუთებული. 2006 წლიდან ერთი ივანიშვილის პირადი დაცვის უფროსი იყო, მეორე - მოადგილე. ორივე ფორმალურად ირიცხებოდა დაცვის პოლიციაში, ჰქონდა იარაღის ტარების უფლება და, ხაზეინის ბიჭისა არ იყოს, მიგალკებინი მანქანები

თენგო გოგოტიშვილის რეპორტაჟი: "ბერას ხელის ბიჭები"

ცნობისთვის, 6 მარტს "ტვ პირველმა" გაავრცელა აუდიო ჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი და ოლიგარქის ვაჟი ბერა, სწორედ ბერას სურვილითა და დავალებით, გეგმავენ იმ ახალგაზრდების სამაგალითო დასჯას, რომლებიც "ფეისბუქზე" ბერას აკრიტიკებენ, ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს მოქმედი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც. 

ამავე თემაზე:

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი