
რა ფორმით უნდ გაგრძელდეს მოლაპარაკებები დიდვაჭარის, ანუ ივანიშვილის ძის მონასთან - მთავარი კითხვა ახლა პოლიტიკურ წრეებშიც ესაა.
რა იქნება ბრიუსელში? სადაც, წესით არც ძე ივანიშვილი აინტერესებთ და არც პრემიერად დანიშნული მონის ერთგულება. მათ ის აღელვებთ, რაც შორი და მიუწვდომელია ამ ვაი კაცებისთვის - დამოუკიდებლობა, დამოკიდებულებები და დემოკრატია.
ამიტომ ისმის კითხვა ჩავა ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში თუ თანამონას წარგზავნის? ყველა შემთხვევაში - ვაი ჩასვლას და ვაი არ ჩასვლას. ჩავა კითხვების ძღვენს დაახვედრებენ, არ ჩავა - სხვას მოკითხავენ, და ერთი-ჩავა თუ მეორე, ძღვენის გარეშე უკან - ეგენი აქ აღარვის უნდა.
შემდგომი ნაბიჯი უკვე სხვათა რეაქციები და ქმედებებია; მითუმეტეს მაშინ, როცა საუბარი ივანიშვილისთვის ოქროს ჩამორთმევაზეა, ოქრო - როგორც ძალაუფლება და ოქრო როგორც ქონება.
და ბოლოს. ცვლის, თუ არ ცვლის ეს ჩანაწერი რეალობას, გვახსენებს შეჩვეულს, რომ რაღაც შესაცვლელია და რომ ეს საყოველთაოა.