უზარმაზარი კომპლექსების ამალა დაატყდა ამ ბიჭს [ბერა] თავს- სოფო ბათილაშვილი

გამოქვეყნდა:

უზარმაზარი კომპლექსების ამალა დაატყდა ამ ბიჭს [ბერა ივანიშვილს] თავს, - ამის შესახებ მომღერალი სოფო ბათილაშვილი "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები" საუბრობს. 

მან ბერა "ჰარი პოტერის" პერსონაჟს დრაკო მალფოის შეადარა. "მალფოის კარგად უმთავრდება მაგრამ.. მთავარი ისაა, რომ ვოლდემორი მარცხდება ბოლოს და ძალაუფლება ვისაც სწყურია, ის ყოველთვის იჩეხება"..

ეს ყველაფერი თავზე გადავლაა არამარტო იმ ადამიანების მიმართ, ვისაც "უპადიეზდებდა", ეგ იყო მთელ ერზე თავზე გადავლა..რას ქვია, მე მომინდა და ვიღაცა მივაჩმორე, არ მოსულა ეგეთები და უნდა გაიგოს ძალიან კარგად, რომ ეგეთი რაღაცები არ შერჩება, - ამბობს სოფო ბათილაშვილი. 

ცნობისთვის, 6 მარტს "ტვ პირველმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომლის მიხედვითაც, მოქმედი პრემიერი ღარიბაშვილი და ოლიგარქის ვაჟი ბერა, სწორედ ბერას სურვილითა და დავალებით, გეგმავენ იმ ახალგაზრდების სამაგალითო დასჯას, რომლებიც "ფეისბუქზე" ბერას აკრიტიკებენ, ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს მოქმედი ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი