
"ქართული ოცნების" დეპუტატი, მიხეილ სარჯველაძე ტვ პირველის ეთერში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ოპოზიცია ხელოვნურად ქმნის მიზეზებს, იმისთვის, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებები არ შედგეს.
მიუხედავად იმისა, რომ აუდიო ჩანაწერები სავარაუდო დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ გამოძიების დასაწყებად საკმარისი საფუძველი არ არსებობს.
"გამოძიებას აქვს კონკრეტული წინაპირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც არსებობს საფუძველი გამოძიების დაწყების. არ მგონია, რომ ამ შემთხვევაში არსებობდეს საკმარისი საფუძველი",-თქვა სარჯველაძემ.
6 მარტს, ტვ პირველმა აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.