ხელისუფლებას მოლაპარაკების ჩაშლის დამატებითი მიზეზი არ უნდა მივცეთ - მანჯგალაძე

გამოქვეყნდა:

"ლეიბორისტულ პარტიაში" ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრიდან გამოსული ლიდრები ამბობენ, რომ მოლაპარაკების ჩაშლის შესაძლებლობას "ქართულ ოცნებას" არ მისცემენ. შეხვედრაზე მსჯელობა პრემიერს ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის აუდიოჩანაწერებსაც შეეხო.

"ამ ჩანაწერების გამოქვეყნების შემდეგ, ნორმალურ ქვეყანაში არამარტო მოლაპარაკებების პროცესიდან, არამედ საერთოდ პრემიერმინისტრობიდან გადააყენებდნენ პრემიერმინისტრს, მაგრამ იმ ვითარებაში, რომელშიც დღეს ჩვენ ვართ, ჩვენი პოზიციაა, რომ ხელისუფლებას არ უნდა მივცეთ დამატებითი მიზეზი მოლაპარაკებების ჩაშლის.

მთავარია შედეგი, საზოგადოება ჩვენგან ელოდება შედგეს და პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის საშუალება არის ვადამდელი არჩევნები", - თქვა "სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა, პაატა მანჯგალაძემ.

თუმცა პარტია "ლელოს" მიაჩნია, რომ ღარიბაშვილთან ერთად მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ უნდა გაიმართოს. 

6 მარტს, ტვ პირველმა აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი