
"ქართული ოცნების" დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის აზრით, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის ჩანაწერებზე გამოძიების დაწყების იდეა სისულელეა. მისთვის გაუგებარია რითი უნდა დაინტერესდეს გამოძიება.
"ყველას ეს თემა, რომელიც ვერაფრით ვერ ააგორეს, ძალით ჩაჯდა ადამიანი ციხეში, რომ გამოეწვია მსოფლიო სკანდალი იმისთვის, რომ ნახე როგორ დევნიან პოლიტიკურ მოწინააღმდეგეს. ყველაფერი ხელმოცარული აქვთ, ეხლა დაიწყებს ჩანაწერებზე საუბარი. მე მინდა, რომ ყველა ერთად დავფიქრდეთ, საზოგაოდება, რომ ეს სიკეთეს არ მოგვიტანეს. რა გამოძიება, სისულელეა. რა გამოძიება უნდა დაიწყოს, რაზე უნდა დაინტერესდეს, დამისახელეთ ერთი დევნილი, ან ახალგაზრდა, ან ნაწამები ან მოკლული, დამისახელეთ ვინც შევიწროვებული იყო, ვინც აწამეს, მანახეთ ერთი", - თქვა მიხეილ ყაველაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 6 მარტს, "TV პირველმა" გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.
ამ თემზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით "ლელომ" პროკურატურას მიმართა, სამოქალაქო აქტივისტებმა კი ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.