ბიძინა ივანიშვილის შვილის, ბერა ივანიშვილის წინააღმდეგ კიდევ ერთ აუდიოჩანაწერს Newpost აქვეყნებს. საუბარია სოციალური ქსელის მომხამრებელს გოგოზე, რომელმაც ბერა ნეგატიურ კონტექსტში მოხსენია, რასაც ივანიშვილის გარემოცვის მხრიდან მუქარა მოჰყვა.
უცნობია ვინაა პიროვნება, ვინც გოგოს ურეკავს და ემუქრება, რომ "ხელებს მოამტვრევს", ის ადრესატს აფრთხილებს, ბერას მიმართ უაყროფითი კომენტარები არ დაწეროს.
"- შენნაირ უზრდელებს ენას ვაძრობთ ძირში, შე უზრდელო გოგო ვინც ბერას კაცობაზე ლაპარაკობს იმის დედა შ*****. ღელვის ნიადაგზე ვრეკავთ, თორემ არც დაგირეკავდით და არც არაფერს არ მოგთხოვდით, და არც არაფერს არ მოგთხოვდით.
მამაშენს იმენა ყურები აქვს დასახევი, მარტო იმის გამო, რომ ამხელა გოგოს წაგიგდია ენა, წერ არ იცი რას, და ვერ გაკონტროლებს. მშობლები გყავს საერთოდ შენ, შე ტუტუცო გოგო შენ.
- ტუტუცი გოგო კი არა რაც მოგივათ, თქვენ თავს დააბრალეთ, თქვენი არ არის საქართველო.
- შენი დედა შ****
- ძალიან კარგად ვიცი ვინც ხარ
- დედას მოგ*** მეორეჯერ და მამაშენს ჩამოვკიდებ ყ***** რომ შვილად ვერ გზრდის, შე უზრდელო გოგო. შენი რამე დაწერილი არ გავიგონო, თორემ ხელებს მოგატეხავ, შენი დედა მ****, შენი.
ჩანაწერში გოგო, რომელსაც ემუქრებიან ამბობს, რომ სოციალურ ქსელში სხვა სახელითაა დარეგისტრირებული და სინამდვილეში მანანა არ ჰქვია. მისივე განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ ბერას მხარდამჭერები სხვა შემთხვევაში მას სოციალურ ქსელშიც ავიწროვებენ.
შეგახსენებთ, რომ დღეს 8 მარტს, 8 წლიანი დუმილი "მთავარ არხთან" დაარღვია ქუთაისელმა რეპერმაც. მან თქვა, რომ წლების წინ ბერას ვიდეოკლიპი არ მოეწონა, რომელიც დადებიდან 3 დღეში წააშლევინეს და დაემუქნენ.