რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ბულინგი, ეს ყველაფერი არც გამკვირვებია - ქუთაისელი მუსიკოსები

გამოქვეყნდა:

ქუთაისელ რეპერს, გიორგი გურეშიძეს, რომელმაც "მთავარ არხთან" დუმილი დაარღვია და ბერა ივანიშვილის მუქარაზე ისაუბრა ხელოვანები მხარდაჭერას უცხადებენ. "ოცნების" ხელისუფლების პირობებში სიმღერის ჩაწერაც კი საშიში გახდა - ასე აფასებენ მომხდარს მომღერლები, მუსიკოსები და არტისტები.

"აღელვებული ვართ წლებია უკვე, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს ბულინგი, ამის დამადასტურებელი ფაქტები მეც მაქვს იმიტომ, რომ ჩემი ჯგუფი, რომელიც დაიშალა იმის გამო, რომ სამთავრობო ღონსძიებებზე გამოსვლის საშუალებას არ გვაძლევდნენ. სიმართლე გითხრათ, მე არც გამკვირვებია ეს ყველაფერი. მაღალჩინოსნები ადგილობრივი თვითმართველობიდან მიშას მუსიკოსებს გვეძახდნენ, რადგან ერთი-ორჯერ მოხდა ისე, რომ სამთავრობო ღონისძიებაზე წინა ხელისუფლების დროს მოგვიწია დაკვრა", - ამბობს მუსიკოსი, გივი შალამბერიძე. 

მუსიკოსი, საბა ვაშაყმაძე ამბობს, რომ არცერთ ხელისუფლებას არ აქვს უფლება, რომ ნებისმიერი ხელოვანის საქმიანობაში ჩაერიოს და რაღაცები მიუთითოს. ამავე თემაზე:

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი