მსვლელობა სამგორის გამგეობასთან - აქტივისტები აუდიოჩანაწერების შინაარსს აპროტესტებენ

გამოქვეყნდა:

სამოქალაქო აქტივისტებმა ავლაბრის მეტროდან ავტომსვლელობა გამართეს. ისინი სამგორის გამგეობასთან მივიდნენ და გამგეობის შენობის შესასვლელთან ბიძინა ივანიშვილის სტიკერები გააკრეს.

სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები პოლიტპატიმრების გამოშვებასა და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია, თუმცა დღევანდელი აქციით მათ "TV პირველის" ეთერში გასულ აუდიოჩანაწერების შინაარსი გააპროტესტეს.

"დღევანდელი დღის აქციის მთავარი სინერგია მომდინარეობს სწორედ იმ ფარული ჩანაწერებიდან, რაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა. ყველამ ისედაც კარგად ვიცოდით, რომ ივანიშვილების ოჯახი ეს არის მაფიოზური კლანი და მთელი ქვეყნის დეგრადირება ხდება, იმიტომ რომ მხოლოდ ერთი ოჯახის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდეს მთელი საქართველო",- თქვა აქტივისტბმა, ბესო გაზდელიანმა.

6 მარტს, "TV პირველმა" აუდიჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

ავტორი: საბა ბუაძე.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი