შერჩევითი კომენდანტი მარნეულში - ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი რესტორანში ქეიფობდნენ

გამოქვეყნდა:

შერჩევითი კომენდანტის მორიგი ფაქტი მარნეულში, რასაც პოლიცია ამ დრომდე საგულდაგულოდ მალავდა. ერთ-ერთ რესტორანში "ქართული ოცნების" დეპუტატები ზაურ დარგალი და სავალან მირზოევი ქეიფობდნენ. მმართველი გუნდის დეპუტატების გარდა, აკრძალვები და შეზღუდვები არც მათ ახლობლებსა და წვეულების მონაწილეებს შეეხოთ. 

დროსტარებას უსიამოვნო ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია. სავალან მირზოევმა დაკარგა საფულე, იმავე სუფრაზე დაიკარგა მობილური ტელეფონიც. ამ შემთხვევის გამო გამოიძახეს პოლიცია, თუმცა სამართალდამცველებს კომენდანტის საათის დარღვევის გამო არავინ დაუჯარიმებია. 

კომენდანტის საათი და სხვა შეზღუდვები არ არსებობს "ქართული ოცნების" წევრებისთვის, არ არსებობს ქართული ოცნების მაღალჩინოსნებისთვის. ეს კანონები არსებობს მარტო ჩვეულებრივი ჩვენნაირი ადამიანებისთვის, - ამბობს ენმ-ს წევრი აგილ მუსტაფაევი. 

ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა "ქართული ოცნების" წევრები კომენდანტის საათის დროს ქეიფობენ და წვეულებას მართავენ. 

ამავე თემაზე: 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი