
„ფარული ჩანაწერების შინაარსზე არც ადრე გამიკეთებია კომენტარი და შეფასებები, არც ამჯერად ვაპირებ"- თბილისის მერისა და პარტია "ქართული ოცნების" გენერალუირი მდივნის პირველი კომენტარი ბოლო დღეების სკანდალზე. კალაძე ამბობს, რომ საზოგადოება დამატებით ინფორმაციას მომდევნო დრეებში გაიგებს:
"ზოგადად, ამ მეთოდის გამოყენება პოლიტიკური კონფრონტაციისას მიმაჩნია არასწორად. შესაბამისად, მომდევნო დღეების განმავლობაში გექნებათ შესაძლებლობა თქვენც და საზოგადოებასაც გაიგოთ დამატებითი ინფორმაცია“, - ამბობს კალაძე.
ის არ პასუხობს კითხვას, უნდა გადადგეს თუ არა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ღარიბაშილთან ერთად კიდევ ვინ იქნება, ამის შესახებ მმართველი გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას.
„დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, გუნდის მხრიდან გადაწყვეტილება იქნება იმასთან დაკავშირებით მიღებული, პრემიერ-მინისტრთან ერთად კიდევ ვინ უნდა იყოს მოლაპარაკებების მაგიდასთან" - ამბობს კალაძე