"ყველაფერს აქვს თავისი დრო" - იყრის თუ არა კალაძე მერობაზე კენჭს?

გამოქვეყნდა:

კახა კალაძე ჯერჯერობით არაფერს ამბობს, იყრის თუ არა კენჭს კიდევ ერთხელ დედაქალაქის მერის თანამდებობაზე. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს უთხრა, მომდევნო დღეების და თვეების განმავლობაში ყველაფერს გაიგებენ, ახლა კი ამაზე საუბარი მისი აზრით, ნაადრევია:

მომდევნო დღეების განმავლობაში, მომდევნო თვეების განმავლობაში, როდესაც მოვა ამის დრო, თქვენ ყველაფერს გაიგებთ იმასთან დაკავშირებით, მე მივიღებ მონაწილეობას არჩევნებში, თუ არ მივიღებ. ამასთან დაკავშირებით გექნებათ ინფორმაცია. არასდროს გადამიდგამს ისეთი ნაბიჯები, რომ რაღაც მალულად იყოს, ან ჩუმად. ყველაფერი იქნება ცხადი ყველასთვის, როდესაც ამის დრო იქნება. ყველაფერს აქვს თავისი დრო. დღეს ადრეა ამაზე საუბარი, ნუ ვჩქარობთ.

თბილისის მერის არჩევნები მიმდინარე წლის შემოდგომაზე უნდა ჩატარდეს.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი