დიალოგი ღარიბაშვილის გარეშე

გამოქვეყნდა:

უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება ფარული აუდიოჩანაწერების გავრცელების შემდეგ - კითხვას საქართველოს პრეზიდენტი ჩვეულ სტილში პასუხობს: "8 მარტს გილოცავთ!" "ოცნების" წევრები კი სკანდალური ჩანაწერების გავრცელებას მთავარ ოპოზიციურ პარტიას მიაწერენ. ამბობენ, რომ ამ გზით, ოპოზიციას, დიალოგის ჩაშლა სურს. 

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ მძიმე დანაშაულში შესაძლო თანამონაწილე პრემიერმინისტრს მორალური უფლება არ აქვს, მოლაპარაკებებში ხელისუფლებას წარმოადგენდეს. "ლეიბორისტული პარტიის" ოფისში დღეს გამართულ კონსულტაციებზე "ლელოს" გარდა ყველა პოლიტიკური პარტია შეთანხმდა, რომ დიალოგზე უარს არცერთი პირობით არ იტყვიან და "ოცნებას" მოლაპარაკებების ჩაშლის უფლებას არ მისცემენ. 

ოპოზიციის მოთხოვნებში მთავარი ისევ ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლებაა. პოლიტიკური პარტიები დღის წესრიგიდან არც 20 მარტის აქციას ხსნიან, რომელიც ბრიუსელში პრემიერმინისტრ ღარიბაშვილის ვიზიტის შემდეგ გაიმართება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი