
მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს და არ მივცემთ საშუალებას რომ ჩაიშალოს - აცხადებს ენმ-ს წევრი კობა ნაყოფია "ოცნებასთან" პოლიტიკურ დიალოგზე საუბრისას, თუმცა მისივე თქმით, დიალოგის მაგიდასთან უნდა იჯდეს ადამიანი, რომელიც სავარაუდო მძიმე დანაშაულში არაა მხილებული.
ნაყოფია გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს გულისხმობს და ამბობს, რომ ნორმალური ხელისუფლების პირობებში ღარიბაშვილიც, ჩუბინიძეც, შს მინისტრიც გადამდგრები იქნებოდნენ, ხოლო ჩანაწერებზე გამოძიება იქნებოდა დაწყებული:
ვინ წარმოადგენს მოლაპარაკებებზე ქართულ ოცნებას ამას აქვს მნიშვნელობა რა თქმა უნდა ჩვენთვის, განსაკუთრებით იმ აუდიოჩანაწერების მოსმენის შემდგ, სადაც პრემიერმინისტრი სავარაუდო დანაშაულშია მხილებული.
მე მოვუწოდებდი ქართულ ოცნებას თვითონ არ ეცადონ პროცესის ჩაშლას და მოლაპარაკების მაგიდაზე მოპირისპირე მხარეს იჯდნენ ის ადამიანები, ვინც არ არიან ამ აუდიოჩანაწერების მიხედვით მხილებული მძიმე დანაშაულში" ამბობს ნაყოფია "მთავარი არხის" ეთერში, გადაცემა "დღის სტუმარში"
რაც შეეხება მოსალაპარაკებელ საკითხებს. კობა ნაყოფიას თქმით, ძალაშია ყველა პუნქტი, თუმცა პრიორიტეტულია ნიკა მელიას გათავისუფლება:
ჩვენთვის ამ შემთხვევაში არსებობს 6 პუნქტიანი - ხელისუფლების გადაბარების გეგმა, რომელიც ქართულმა ოცნებამ აუცილებლად უნდა შეასრულოს. ამ გეგმის მიხედვით, ჩვენთვის ყველაზე პრიორიტეტულია პოლიტიკური პატიმრები და რა თქმა უნდა ნიკა მელია, გიორგი რურუა. მიკა მელიას საპატიმროში ყოფნა ყოველ დღე, ყოველი წუთი და ყოველი წამი ჩვენთვის არის არათუ მიუღებელი, ამის გარეშე ჩვენ ვერანაირ შეთანხმებას ვერ მივაღწევთ.
ამ მიმართულებით არანაირი მოძრაობა დაწყებულ არ არსი. ისევ თავისას იმეორებენ და ისევ იძახიან, რომ ნიკა მელიამ თურმე გირაო უნდა გადაიხადოს. ამ ადამიანმა მკაფიოდ თქვა ერთხელ და შეასრულა ბოლომდე, რომ არ გადაიხდის.
შემდეგია რიგგარეშე არჩევნები და ამ თემის განხილვის გარეშე ჩვენ შორის ვერანაირი შეთანხმება ვერ შედგება. ეს უნდა მოხდეს ძალიან მალე იმიტომ, რომ ქვეყანას დრო არ აქვს" ამბობს კობა ნაყოფია