კატასტროფა იქნება თუ საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს  - იუკნევიჩიენე შარლ მიშელზე და 6 პუნქტზე

გამოქვეყნდა:

კატასტროფა იქნება თუკი საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს - აცხადებს ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე მოვლენებში, შარლ მიშელის ჩართულობაზე საუბრისას.

ევროპარლამენტარი ამბობს, რომ ქართველებს პასუხისმგებლობა არა მხოლოდ საკუთარ მომავალზე, არამედ იმ ქვეყნების წინაშეც აქვთ, რომლებიც იგივე გზას ადგანან:

საუბრის დასაწყებად 6 პუნქტი დაასახელა. კატასტროფა იქნება თუკი საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, და არა მხოლოდ საქართველოსთვის - არამედ უკრაინელები, მოლდოველები, სხვა ქვეყნები ელიან ლიდერობას საქართველოსგან, იმიტომ რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო და მჯერა, რომ კვლავ შეუძლია იყოს ლიდერი ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის კუთხით." ამბობს რასა იუკნევიჩიენე "ფორმულასთან"

შეგახსენებთ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა 1 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეხვედრა მოაწყო და წარადგინა 6-პუნქტიანი ჩარჩო, რომელზეც მხარეები უნდა შეთანხმდენ.

16 მარტს კი ბრიუსელში, ევროპასთან ასოცირების საბჭოს სხდომაზე განიხილავენ შესრულდა თუ არა ამ 6 პუნქტიანი დოკუმენტის პირობები. შარლ მიშელის წასვლის შემდეგ, კი "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის დიალოგი აღარ გაგრძელებულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი