სუს-ში შვილის ნათლიების დაწინაურების შემდეგ, ვანის საკრებულოს წევრმა 22 მილიონი ლარის ტენდერი მოიგო

გამოქვეყნდა:

"ფლანგვის დეტექტორის" ინფორმაციით, ვანის საკრებულოს დეპუტატთან, მმართველი პარტიიდან, ბიჭიკო პაიკაძესთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2017-2020 წლებში 29 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო.

როგორც "ფლანგვის დეტექტორი" წერს, ბიჭიკო პაიკიძის კომპანიებთან ხელშეკრულებებს სახელმწიფო ორგანოები მას შემდეგ აფორმებენ, რაც მისი ერთ-ერთი კომპანია RMG Gold-თან ერთად საყდრისის აფეთქების სამუშაოებში ფიგურირებდა. 

აღსანიშნავია, რომ ბიჭიკო პაიკიძის შვილის ერთი ნათლია სუს-ის მოქმედი უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილია, ხოლო მეორე – სუს-ის უფროსის მოადგილე გიგა ნიკოლეიშვილი.

"მისი ერთ-ერთი კომპანია იყო RMG Gold-ის ქვეკონტრაქტორი კომპანია და მას შემდეგ რაც, 2012 წელს მოხდა საყდრისის საბადოს აფეთქება, ძალიან აქტიურად იყო ჩართული ეს კაცი. ამის შემდეგ იწყება უკვე მისი სახელმწიფო ტენდერებში გამარჯვება. აღსანიშნავია, რომ ბიჭიკო პაიკიძეს შვილის ნათლიები არიან სუს-ის მოქმედი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი და მისი მოადგილე ნიკოლეიშვილი. რაც ეს ადამიანები დაწინაურდნენ სუს-ში, პაიკიძემ მოიგო 22 მილიონი ლარის ტენდერები", - ამბობს, "ფლანგვის დეტექტორის" მკვლევარი, დავით მჟავანაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი