საარჩევნო რეფორმის სამუშაო ვარიანტი, პარლამენტში ოფიციალურად დარეგისტრირდება

გამოქვეყნდა:

კანონმდებლობაში შესატანი საარჩევნო ცვლილებები, რასაც ითვალისწინებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არსებული მემორანდუმი, საარჩევნო რეფორმის სამუშაო ვარიანტის სახით, დღეს საკანონმდებკლო ორგანოს ბიუსროს სხდომაზე ოფიციალურად დარეგისტრირდება. 

პროცედურების მიხედვით, ამის შემდეგ განხილვებმა კომიტეტებში უნდა გადაინაცვლოს, მაგრამ ამ დრომდე სამუშაო ჯგუფმა ვერ მოახერხა შეჯერება რამდენიმე საკითხზე, მათ შორის, მნიშვნელოვან დეტალზე, მაგალითად, როგორიცაა საარჩევნო ბარიერის დაწევა 5-დან 3%-მდე, რაც ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ დადებულ მემორანდუმშიცაა გათვალისწინებული.

ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ რეფორმის პროექტში არასაკმარისი გარანტიებია ჩადებული, იმაში დასარწმუნებლად, რომ საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების შემდეგ, იქ შეყვანილი პირები ხელისუფლების სასარგებლოდ არ იმუშავებენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი