გურჯაანში, 8 თვის ბავშვი დაიღუპა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ქმარმა მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროს მიაყენა, როცა დედას ხელში 8 თვის ჩვილი ეკავა. დაპირისპირების დროს ბავშვი სავარაუდოდ, ასფიქსიით გარდაიცვალა. ცხედარს სამედიცინო ექსპერტიზა უტარდება.
მშობლები ამ დროისთვის პოლიციაში, გამოკითხვაზე იმყოფებიან. შემთხვევა ვაჩნაძის ქუჩაზე მოხდა,
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
ია გულიაშვილი