თურნავას მოადგილედ საქართველოს რკინიგზის სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი დაინიშნა

გამოქვეყნდა:

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილედ სს "საქართველოს რკინიგზის" სატვირთო გადაზიდვების ყოფილი დირექტორი გურამ გურამიშვილი დაინიშნა.

"გურამ გურამიშვილს საქართველოს სატრანსპორტო სფეროში საქმიანობის დიდი ხნის გამოცდილება აქვს. ის 1995 - 2021 წლებში საქმიანობდა სს „საქართველოს რკინიგზაში“ სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე", - ვკითხულობთ სამინსტორს მიერ გავრცელებულ იფორმაციაში.

სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მინისტრის მოადგილეს დამთავრებული აქვს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო ფაკულტეტი. მას მინიჭებული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი