ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, სხვადასხვა კომპანიებთან ვაქცინის მისაღებად ბილატერალური შეთანხმების გაფომებაზე მუშაობენ.
როგორც გაბუნიამ უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, განიხილება ჩინური კომპანიები Sinopharm და Sinovac. ასევე, Moderna.
"მიმდინარეობს მუშაობა სხვადასხვა კომპანიებთან ბილატერალური შეთანხმების გაფორმებისთვის. მათ შორის გახლავთ, Moderna, Sinopharm, Sinovac. ჩინური ვაქცინები, განსაკუთრებით Sinovac განიხილება ჯანმო-ს მიერ ავტორიზაციისთვის და მოსალოდნელია რომ მარტის ბოლოს მან მიიღოს ჯანმო-ს ავტორიზაცია. Sinopharm უკვე აღიარებულია უნგეთის მარეგულირებლის მიერ, ამდენად ჩვენი კანონმდებლობა ამ ვაქცინის განხილვის საშუალებას გვაძლებს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ცნობისთვის, მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, 22 მარტის კვირაში ქვეყანაში ჯერ "ფაიზერის", შემდეგ კი "ასტრაზენეკას" ვაქცინა შემოვა.