"ბერა! მამიკო და პუტინი შენით ამაყობენ!" - კანცელარიასთან მარში "გამოდი ღირსებისთვის" დაიწყო

გამოქვეყნდა:

ამნ წუთებში თბილისსა და ქუთაისში პარალელურად მიმდინარეობს აქცია-მსვლელობა "გამოდი ღირსებისთვის", რომელშიც სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები მონაწილეობენ. 

როგორც აქტივისტები ამბობენ, ისინი წეილის გადაცემას აპირებენ პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის, რათა მისი გადადგომა მოითხოვონ, მაგრამ მიეცემა თუ არა მათ ამის საშუალება, ჯერ ვერ ამბობენ. 

"მე აგერ, ნეკნი მაქვს ჩატეხილი, პოლიციამ ჩამიტეხა, მაგრამ ვერ გამაჩერებთ, ჩვენი პროტესტი გაგრძელდება"- აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მუმლაძე. 

კანცელარიასთან მობილიზებულია პოლიცია, აქციის მონაწილეებს მოტანილი აქვთ სხვადასხვა პლაკატები, მათ შორის ერთზე არის წარწერა: "ბერა! მამიკო და პუტინი შენით ამაყობენ".

აქცია მიმდინარეობს ასევე ქუთაისის მერიასთან, თუმცა, ცნობილი გახდა, რომ ქუთაისის მერი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას არ აპირებს. 

ცნობისთვის, 6 მარტს, "TV პირველმა" აუდიოჩანაწერები გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი და მოქმედი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი იმ ადამიანების დასჯას გეგმავენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ბერას მიმართ კრიტიკულ კომენტარებს წერენ ან აგინებენ. ჩანაწერებში ფიგურირებს სდსს-ს ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძეც.

აუდიოჩანაწერებზე გამოძიება პროკურატურამ 3 დღის შემდეგ, 9 მარტს, მხოლოდ უნებართვო ჩაწერის და მიყურადების მუხლით დაიწყო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი