"პირქვე ეგდო ბავშვი, ესენი ჩხუბობდნენ" - გურჯაანში, ოჯახური კონფლიქტის დროს, ჩვილის დაღუპვის ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

გურჯაანში, დედ-მამის კონფლიქტის დროს დაღუპულ 8 თვის ჩვილთან დაკავშირებით ახალი დეტალები გახდა ცნობილი. მეზობლები ამბობენ, რომ ცოლ-ქმარს შორის ჩხუბი პირველი არ არის და ისინი ხშირად ჩხუბობდნენ.

მეზობლები არც იმას გამორიცხავენ, რომ შესაძლოა, ბავშვი უყურადღებობის გამო გაიგუდა, თუმცა, შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ კაცმა ქალს ფიზიკური შეურაცხყოფა მაშინ მიაყენა, როცა მას ხელში 8 თვის ჩვილი ეჭირა, რის შედეგადაც ბავშვმა გონება დაკარგა და გარდაიცვალა. 

"პირქვე ეგდო ბავშვი, ესენი ჩხუბობდნენ, მანამდეც სულ ცემაობა ჰქონდათ" , - ამბობენ მეზობლები. 

შეგახსენებთ, შემთხვევა გურჯაანში, ვაჩნაძის ქუჩაზე, გუშინ ღამით მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მოძალადე, 35 წლის კაცი დაკავებულია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი