ვგეგმავთ, მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს - არჩილ გაგნიძის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის დაკავებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლოს მიმართავენ.

"შემდეგი ნაბიჯი იქნება ყველა ის მექანიზმი რაც კანონით არის განსაზღვრული, ჩვენ ამოვწურავთ ამას. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლო ან უზენაესი სასამართლო რამეს შეცვლის, თუმცა შემდეგ ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს. იქ უკვე ალბათ მივაღწევთ სიმართლეს", - ამბობს, არჩილ გაგნიძის ადვოკატი, ბექა ნემსიწვერიძე.

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე განაჩენი, ცოტა ხნის წინ გამოცხადდა. მოსამართლემ 5-ვე ბრალდებული დამნაშავედ სცნო. 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს. რაც შეეხება, 2 არასრულწლოვანს -  ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს, მათი სასჯელის ზომა 16 მარტს გამოცხადდება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი