სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე 5-ვე ბრალდებული დამნაშავედ სცნო

გამოქვეყნდა:

გიორგი შაქარაშვილის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის საქმეზე 3 ბრალდებულს  16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

განაჩენი, მოსამართლე, ბიძინა სტურუამ ცოტა ხნის წინ გამოაცხადა. 

16 წელით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს.

რაც შეეხება, 2 არასრულწლოვანს -  ზ.ხ-ს და ა.ქ.-ს, სასამართლომ ისინიც დამნაშავედ სცნო.  მათი სასჯელის ზომა 16 მარტს გამოცხადდება.

განაჩენის გამოცხადებას დარბაზში ესწრებოდნენ გიორგი შაქარაშვილის დედა და ოჯახის წევრები. ასევე ბრალდებულების ოხაჯის წევრები.

შეგახსენებთ, საქმის არსებითი განხილვა 2 მარტს დასრულდა. მოსამართლე სათათბიროდ გავიდათუმცა განაჩენი არ გამოუცხადებია. 2 მარტს, სხდომაზე, მხარეებმა რეპლიკის უფლებით ისარგებლეს. საბოლოო სიტყვა წარმოთქვეს ბრალდებულებმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი